დღეს, 3 ნოემბერს, 11:30 საათზე, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სათავო ოფისში, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ჯაბა ებანოიძე, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილე ინიტა პაულოვიჩა, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (შიდა) ხელმძღვანელი ალფ ელიასონიახალი პროექტის პრეზენტაციას გამართავენ.
საქართველოს სამოქალაქო რეესტრის სააგენტო დამისამართების სისტემის კონცეფციასა და ტექნიკურ აღწერას შეიმუშავებს. ინიციატივა გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობითა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (შიდა) დაფინანსებით მიმდინარეობს.
ეფექტური დამისამართების სისტემის არსებობა აუცილებელია ყველა იმ უწყების ფუნქციონირებისთვის, რომელნიც მოსახლეობის შესახებ ინფორმაციის საფუძველზე საჯარო მომსახურებას ახორცილელებენ. მაგალითად: ცენტრალური საარჩევნო კომისია, საჯარო რეესტრი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო, სტატისტიკის დეპარტამენტი, საქართველოს ფოსტა და სხვა.
ინიციატივის დაწყების შესახებ ოფიციალურ განცხადებას სამოქალაქო რეესტრის სააგენტო და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) გააკეთებენ.