„ევროპული საქართველოს“ ყრილობა აპრილში, ან მაისის დასაწყისში გაიმართება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, „ევროპული საქართველო“ გეგმავს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მაქსიმალურად ფართოდ იყოს წარმოდგენილი. კერძოდ, მისი თქმით, კანდიდატი პარტიას ეყოლება ყველა ძირითად ქალაქში, ასევე კანდიდატები ეყოლება რაიონებშიც.
უგულავას შეფასებით, პარტია იბრძოლებს თვითმმართველობის არჩევნებში, რადგან ხელისუფლების რეალური ალტერნატივა, სწორედ „ევროპული საქართველოა“.
რაც შეეხება პარტიის სახელწოდებას, როგორც უგულავამ აღნიშნა, სახელწოდებაში „ევროპული საქართველო“ დარჩება, თუმცა ვრცელი სახელწოდება დღეს, 15.00 საათზე, პარტიის პრეზენტაციაზე გახდება ცნობილი.