საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტის, ბათუ ქუთელიას, თქმით, "საქართველოს არა აქვს ფუფუნება, ტექნიკური პრობლემების მომიზეზებით რომელიმე შეხვედრას არ დაესწროს".
„მთელი შლეიფია პრობლემების, რომელიც არის შედეგი ერთი მთავრი პრობლემების. ეს მთავრი პრობლემა არის ის საგარეო პოლიტიკური დოქტრინა, რომელიც ამჟამინდელმა პოლიტიკურმა ძალამ 2012 წელს გამოაცხადა. ის, რომ საქართველო არ უნდა იყოს დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირების შუაში,“ - აცხადებს ბათუ ქუთელია.
მისი თქმით, საქართველოს საგარეო პოლიტიკაში განსაკუთრებული სტატუსი აქვს, რაც უნდა გამოიყენოს ნატოსთან თანამშრომლობების გასაღრმავებლად.
„მთავრი ამოცანა, რაც ჩვენი საგარეო პოლიტიკის უნდა იყოს, გაწევრიანება ამ ორგანიზაციაში, ნელ-ნელა ამოვარდება დღის წესრიგიდან. ეს კი უდიდეს ზიანს მიაყენებს ჩვენს ინტერესებს,“ - განაცხადა ბათუ ქუთელიამ.