„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ამ ადამიანების უდანაშაულობა იყო ფაქტი იმიტომ, რომ კანონმდებლობით დადგენილი წესით ვერ მტკიცდებოდა ის დანაშაული, პროკურატურა ვერ უმტკიცებდა იმ დანაშულს, რომელშიც ბრალს სდებდა,“ - ეს განცხადება ახალგზარდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ანა ნაცვლიშვილმა, ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით გააკეთა.
ანა ნაცვლიშვილის თქმით, პრობლემა არსებობდა საქმის მოტივთან დაკავშირებით, რომლის გარეშეც არ უნდა ყოფილიყო ბრალი წარდგენილი. საია-ის თავმჯდომარის განცხადებით, პროკურატურის პოზიცია იყო დაუსაბუთებელი.