20:00 საათზე დაიხურა ყველა საარჩევნო უბანი. განმეორებითი კენჭისყრა ჩატარდა მაჟორიტარული სისტემით.
20:00 საათის მონაცემებით თვითმმართველობის არჩევნების განმეორებით კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 1,043-მა (ამომრჩეველთა 29%) ამომრჩეველმა. იმ ექვს უბანზე, სადაც განმეორებითი კენჭისყრა ჩატარდა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა 3,597.
საბოლოო აქტივობა საარჩევნო უბნების მიხედვით:
№11 საგარეჯოს №47 საარჩევნო უბანი - არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 117-მა ამომრჩეველმა (ამომრჩეველთა 9.39%);
№24 დმანისის №15 საარჩევნო უბანი - არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 95-მა ამომრჩეველმა (ამომრჩეველთა 50%);
№25 წალკის №25 საარჩევნო უბანი - არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 219-მა ამომრჩეველმა (ამომრჩეველთა 38.97%);
№27 მცხეთის №24 საარჩევნო უბანი - არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 307-მა ამომრჩეველმა (ამომრჩეველთა 27.53%);
№43 ონის №15 საარჩევნო უბანი - არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 256-მა ამომრჩეველმა (ამომრჩეველთა 63.52%);
№47 მესტიის №13 საარჩევნო უბანი - არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 49-მა ამომრჩეველმა (ამომრჩეველთა 60.49%);
განმეორებითი კენჭისყრა მიმდინარეობდა შეუფერხებლად, უბნებზე არ დაფიქსირებულა რაიმე მნიშვნელოვანი დარღვევა.