პარლამენტთან ერთად, თბილისში საკონსტიტუციო სასამართლოს გადმოტანაც იგეგმება. ეს საკითხი დღეს საკონსტიტუციო კომისიის დახურულ სხდომაზე დაისვა. როგორც „ჯი-ეიჩ-ენს“ სხდომიდან აცნობეს, პარლამენტის თბილისში გადმოტანის საკითხი უკვე გადაწყვეტილია და კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილების შეტანაზე მსჯელობისას, ინიციატივის ავტორებმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადმოტანის საკითხიც დააყენეს.
როგორც დახურულ სხდომაზე აღინიშნა, საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას, საკონსტიტუციო კომისიის შემდეგ სხდომაზე მიიღებენ.