„პროკრედიტ ბანკის“ მმართველმა მენეჯმენტმა 2016 წელი შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. პრესკონფერენცია, რომელიც 27 იანვარს ბანკის სათავო ოფისში პროკრედიტ ჰოლდინგის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კლაუს პიტერ ცაიტინგერი, პროკრედიტ ბანკი საქართველოს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ილირ ალიუ და პროკრედიტ ბანკი საქართველოს მენეჯმენტი უძღვებოდა.
პრესკონფერენციაზე განხილულ იქნა ბანკის ბიზნეს სტრატეგია, მიღწეული წარმატებები და სამომავლო გეგმები.
როგორც ცნობილია, პროკრედიტ ბანკი არის საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის წევრი, რომლის დამფუძნებელია პროკრედიტ ჰოლდინგი. პროკრედიტი დღეისათვის ქართულ საბანკო სექტორში ერთადერთი ევროპული ბანკია, განსხვავებული ხედვითა და ინოვაციური მიდგომებით. პროკრედიტ ბანკის საქმიანობის ძირითადი მიზანი მცირე და საშუალო ბიზნესების დაფინანსებაა. ბანკმა უარი თქვა მიკრო სეგმენტზე და მთელი რესურსი მცირე და საშუალო სექტორის მომსახურებაზე მიმართა.
2016 წლის დეკემბერში გასხვისდა მთლიანი საკრედიტო პორტფელის 12%, რომლესაც ბანკის პოლიტიკის მიხედვით არაპროფილური კლიენტები წარმოადგენდნენ. საბანკო მომსახურების გამარტივების მიზნით ბანკმა ყვერლა ფილიალში დანერგა და უახლესი აპარატებით აღჭურვა თვითმომსახურების სივრცე 24/7, სადაც მომხმარებლები დამოუკიდებლად ასრულებენ საბანკო ოპერაციებს, დღე-ღამის ნებისმიერ დროს. ასევე, ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა ინტერნეტ ბანკინგის პოპულარიზაცია. დღეისათვის საბანკო ოპერაციების 99% დისტანციური არხებით სრულდება.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ქვეყანას ხელი შევუწყოთ ეკონომიკის ფორმალიზაციაში და ამას ვახორციელებთ საქართველოში ევროპული სტანდარტებისა და გამოცდილების დანერგვით“ - განაცხადა პროკრედიტ ჰოლდინგის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, კლაუს პიტერ ცაიტინგერმა.
ბანკის სტრატეგია, იყოს ე.წ. „house bank” ბიზნეს კლიენტებისა და ფიზიკური პირებისთვის, კვლავ მთავარ პრიორიტეტად რჩება. ბანკმა ფიზიკური პირებისათვის დანერგა ახალი იპოთეკური სესხი ბაზარზე უკონკურენტო პირობებით.
„პროკრედიტ ბანკი აგრძელებს სტაბილურ განვითარებას საქართველოში. მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებაში ბაზრის წილის 25% გვიკავია და გვაქვს კიდევ უფრო ამბიციური გეგმები პორტფელის ზრდასთან დაკავშირებით. აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი პროფესიონალი თანამშრომლების როლი, რომელთა განვითარებშიც პროკრედიტ ჯგუფი მნიშვნელოვან ინვესტიციას ახორციელებს.“ - განმარტავს კლაუს პიტერ ცაიტინგერი.
„ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა ჰოლდინგის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ იმის შესახებ, რომ ჰოლდინგი და დამფუძნებლები საქართველოში აპირებენ დარჩენას. ყველა კმაყოფილია „პროკრედიტ ბანკის“ მუშაობით. შესაბამისად, გვაქვს გეგმები, რომ სამომავლოდ გავზარდოთ ის მიმართულება, რაზეც კონცენტრირებულები ვართ. იყო გარკვეული ცვლილებები, რეორგანიზაცია ფილიალების ქსელის. ასევე ცვლილებები ეხებოდა თანამშრომლებს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დიდი ინვესტიცია იდება, ზოგადად, თანამშრომლების განვითარებაში - ვასწავლით ინგლისურს, ვაგზავნით გერმანიაში სასწავლებლად. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგად მომზადებული თანამშრომლები“, - განაცხადა „პროკრედიტ ბანკის“ დირექტორმა ქეთევან ხუსკივაძემ.
მისივე თქმით, „პროკრედი ბანკი“ მზადაა უფრო მეტი თქვას იმ მიმართულებაში, რაზეც ბანკი არის კონცენტრირებული, კერძოდ, ეს არის მცირე და საშუალო ბიზნესი. „ჩვენ დეკემბერში დავასრულეთ მიკრო და ძალიან მცირე სეგმენტიდან გამოსვლა. მოხდა მცირე პორტფელის „საქართველოს ბანკზე“ გაყიდვა და შესაბამისად, ახლა მზად ვართ, რომ მთელი ჩვენი ენერგიისა და ძალების მიმართვა მოხდეს მცირე და საშუალო ბინზეს კლიენტებთან მუშაობაზე“, - განაცხადა ხუსკივაძემ.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ხუსკივაძის თქმით, 70 მილიონი დოლარით იგეგმება საკრედიტო პორტფელის განვითარება.
თავის მხრივ, „პროკრედიტ ბანკის“ დირექტორმა ალექს მატუამ აღნიშნა, რომ „პროკრედიტ ბანკმა“ 2016 წელის განმავლობაში ბევრი ინოვაციური პროექტი დანერგა, მათ შორის, სერვის პუნქტები 24/7, რომლებიც აღჭურვილები არიან თანამედროვე, უახლესი ტექნოლოგიებით, „რაც უქმნის კომფორტს როგორც ბიზნესკლიენტებს, ასევე ფიზიკურ პირებს“.
„რაც შეეხება 2017 წლის გეგმებს, „პროკრედიტ ბანკი“ მოახდენს საკრედიტო პორტფელის საკმაოდ მნიშვნელოვან ზრდას, რაც ძირითადად ფოკუსირებული იქნება მცირე და საშუალო ბიზნესისა და ასევე იპოთეკური სესხების მიმართულებით“, - განაცხადა ალექს მატუამ.
ბანკის მენეჯმენტი აცხადებს, რომ პროკრედიტ ჯგუფისთვის მნიშვნელოვანი სიახლეა პროკრედიტ ჰოლდინგის მოხვედრა ფრანკფურტის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში.
ჯგუფისთვის ეს ნიშნავს განვითარების ახალ ეტაპს, შესაძლებლობას კიდევ უფრო გაამყაროს ბანკის რეპუტაცია ევროპის მსხვილ და გავლენიან ინვესტორთა წრეში. პროკრედიტ ბანკი ამყარებს პოზიციებს ქართულ ბაზარზე და ორიენტირებულია მხოლოდ და მხოლოდ საბანკო სფეროში განვითარებაზე. დასახული მიზნების განხორციელებას ბანკი განახლებული მენეჯმენტით განაგრძობს, რომელსაც ნათია თხილაიშვილი შეუერთდა. (ალექს მატუა, ქეთევან ხუსკივაძე, დავით გაბელაშვილი და ნათია თხილაიშვილი)