მაჟორიტარული სისტემის მახინჯი შედეგია, რომ ,,ქართულ ოცნებას“ აქვს იმაზე მეტი მანდატი, ვიდრე ხალხმა მისცა,- აცხადებს საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი.
„მაჟორიტარული სისტემა იწვევს იმ მახინჯ შედეგს, როდესაც ხალხმა რაღაცა რაოდენობა პროცენტისა მისცა ერთ პარტიას და ის იმაზე მეტ ადგილს იკავებს პარლამენტში ვიდრე ხალხმა მანდატი მისცა. მაგალითად საკონსტიტუციო უმრავლესობა სწორედ ამ მეთოდით ააქვს დღეს „ქართულ ოცნებას“ ქართველ ხალხს მათთვის საკონსტიტუციო უმრავლესობის საჭირო ხმები არ მიუცია. ამიტომ ეს მახინჯი პრაქტიკა უნდა შეიცვალოს და ამაზე არსებობს საყოველთაო კონსესუსი საზოგადოებაშიც, პოლიტიკურ პარტიებს შორისაც და სხვათაშორის „ქართული ოცნება“ 2016 წლის არჩევნებამდე აცხადებდა კიდევაც რომ პრინციპი სწორია, მივიღოთ ოღონდ ავამოქმედოთ 2020 წლისთვის. დღეს თუ ისინი ამბობენ რომ ეს კიდევ განსახილველია ეს იმას ნიშნავს რომ მათ უბრალოდ უნდათ რომ შეინარჩუნონ მახინჯი სისტემა, იმიტომ რომ შეინარჩუნონ ძალაუფლება. ჩვენ შევეცდებით საკონსტიტუციო კომისიაში რომ ეს სისტემა შეიცვალოს და ამაზე კიდევ ერთხელ ვამბობ რომ არის ფართო საზოგადოებრივი კონსესუსი“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
საკონსტიტუციო კომისია დღეს მაჟორიტარული სისტემის გაუქმების საკითხზე იმსჯელებს. ოპოზიცია ამ მოდელის გაუქმებას და რეგიონულ - პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითხოვს.