საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ, ორმხრივი შეხვედრა გამართა სამი ქვეყნის - სომხეთის, აზერბაიჯანისა და ხორვატიის - პარლამენტის თავმჯდომარეებთან. როგორც პარლამენტის პრესამსახურში აცხადებენ, კვიპროსში ვიზიტის ფარგლებში, ბაქრაძემ მონაწილეობა მიიღო ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებულ პარლამენტის სპიკერების ევროპის კონფერენციაში, სადაც სიტყვით გამოვიდა.
გარდა ამისა, ბაქრაძე კვიპროსის პრეზიდენტ დიმიტრი ხრისტოფიასს შეხვდა.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვდრა კვიპროსის ქართულ დიასპორასთან.