საქართველოს მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის სიხშირეს ზრდის. აღნიშნულის მიზეზად კი კომპანიაში უკრაინა-საქართველოს შორის საქმიანი კავშირებისა და ტურიზმის ზრდას ასახელებენ. როგორც ავიაკომპანიის კომერციული დირექტორი აცხადებს, 2017 წლისთვის ყველა წინაპირობაა იმისათვის, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის ფრენების რაოდენობა გაიზარდოს.
უკვე ცნობილია, რომ YanAir-ი თბილისის მიმართულებით რეისებს კიევიდან და ოდესიდან შეასრულებს. აპრილში ავიაკომპანია კიევიდან თბილისის მიმართულებით კვირაში 3 რეისს განახორციელებს, ხოლო ივლისიდან მათ რაოდენობას 4-მდე გაზრდის.
YanAir-ი რეისებს საერთაშორისო აეროპორტ „კიევიდან“ განხორციელებს და ბილეთის ღირებულება (ორი გზა) 210 დოლარიდან იქნება.
4 ივნისიდან YanAir-ი ოდესიდან თბილისის მიმართულებითაც დაიწყებს ფრენებს. აღნიშნულ მიმართულებაზე კომპანია კვირაში 2 რეისს განახორციელებს, ხოლო ბილეთების ღირებულება (ორი გზა) 195 დოლარიდან იქნება.
შეგახსენებთ, რომ 2016 წელს YanAir-ი კიევიდან და ოდესიდან თბილისის მიმართულებით 23 ათასამდე მგზავრს მოემსახურა.