საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ალექსანდრე ნალბანდოვსა და საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულს იგორ მუსალიმოვს შორის.
შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს მიმდინარე წლის 16-17 ივლისს ყაზახეთში, ქალაქ ალმაატაში დაგეგმილი ეუთოს არაფორმალური მინისტერიალის ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხები.