"ქრისტიან-დემოკრატები" საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ჯგუფის განახლებას ითხოვენ. ამის შესახებ განცხადება "ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენელმა ლევან ვეფხვაძემ დღეს სესიაზე გააკეთა.
ეს მთხოვნა "ქრისტიან-დემოკრატებმა" რამდენიმე დღის წინ ბიუროს სხდომაზეც დაყენეს, თუმცა როგორც ვეფხვაძემ აღნიშნა, ხელისუფლების მხრიდან ჯერჯერობით არავინ გამოხმაურებია.
დღევანდელი სხდომის თავმჯდომარეს პარლამენტის პირველ ვიცე-პიკერს მიხიელ მაჭავარიანს დღეს უკვე სესიაზე შესთავაზა, რომ დაუყონებლივ დაიწყოს აღნიშნულ საკითხზე მუშაობა.
ვეფხვაძის თქმით, ბოლო პერიოდში ხელისუფლება ეიფორიაშია არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო შეფასებების გამო და მისი თქმით, ყურადღებას არ აქცევს ამავე დასკვნებში მოტანილ ხარვეზებს. მაგალითისთვის მან დაასახელა ევროსაბჭო და ეუთოს დასკვნები.
ვეფხვაძე აცხადებს, რომ ამ პრობლემების მოგვარება ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობას წარმოადგენს, რადგან მისი თქმით, სწორედ ამ საკითხზეა დამოკიდებული ქვეყანაში დემოკრატიის განვითარება და ითხოვს, რომ "ენ-დი-აის" ფორმატით მომუშავე ჯგუფმა ფუნქციონირება განაახლოს, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ, შესაძლოა, ჯგუფის სხვა ფორმატზეც მოხდეს შეთანხმება და ამ ჯგუფის მუშაობაში ქართველი არასამთავრობო ორგანიზაციებიც ჩაერთონ.
ვეფხვაძე აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ აღნიშულ საკითხი დაუყონებლივ არის მოსაგვარებელი, რათა არჩევნებისათვის ყველა ხარვეზი მაქსიმალურად იქნას გასწორებული და რაც მთავარია, საარჩევნო ადმინისტრაციებამდე დასული.