ზურაბ ნოღაიდელმა ირაკლი ოქრუაშვილთან შეხვედრის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. მოძრაობა "სამართლიანი საქართველოს" ლიდერის განცხადებით, მათ საქართველოს ხელისუფლების შეცვლაზე ისაუბრეს.
ნოღაიდელის თქმით, ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა დიდი პოლიტიკური საჭიროა დიდი ოპოზიციური გაერთიანება და შეთანხმება ძირითად პრინციპებზე, მათ შორის იდეოლოგიურ საკითხებზე. კონკრეტულად რომელი პოლიტიკური ძალები გაერთიანდებიან ამ მიზნის ირგვლივ უცნობია, თუმცა ნოღაიდელის განცხადებით ნებისმიერ მსურველს შეუძლია მათთან თანამშრომლობა.
"იმისათვის, რომ შევცვალოთ ხელისუფლება და საქართველოს დაუბრუნდეს განვითარებისა და გაერთიანების შანსი რაც ყველაზე მთავარი ამოცანაა ჩვენი და ეს შანსიც უფრო და უფრო ნაკლები აქვს ჩვენს ქვეყანას სამწუხაროდ, ამისათვის საჭიროა მძლავრი ოპოზიციური გაერთიანება", _ აცხადებს ნოღაიდელი.