დღეს, 11 ივნისს, ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტრების მინისტერიალის ფარგლებში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება. მინისტერიალის დასრულების შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია IშAF-ში მონაწილე ნატოს არაწევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრას დაესწრება.
მინისტერიალის ფარგლებში დაგეგმილია ახალაიას შეხვედრები ნატოს გენერალურ მდივანთან და უცხოელ კოლეგებთან.
ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტრების მინისტერიალი 10 ივნისს გაიხსნა. იგი ალიანსის გენერალურმა მდივანმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა გახსნა.