13-15 ივნისს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ევროპის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე მევლუდ ჩავუშოღლუ ეწვევა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პარლამენტის პრესსამსახურში განუცხადეს, ევროპარლამენტის თავმჯდომარე 14 ივნისს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძე ბათუმში შეხვდება.
მევლუდ ჩავუშოღლუ ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, ასევე ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება.