თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნატო ხუჯაძემ "ჯორჯიან ტაიმსის" დამფუძნებელს, რედაქტორს, მალხაზ გულაშვილსა და მის შვილს, დავით გულაშვილს, აღმკვეთ ღონისძიებად წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლემ შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის გამომძიებლების შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
მოსამართლემ გულაშვილების ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა, რომელიც აღმკვეთი ღონისძიების არგამოყენებას ითხოვდა.
პროკურატურის ინფორმაციით, გულაშვილებმა საზღვარი უკანონოდ გადაკვეთეს. მათ განიზრახეს რუსეთში ჩასვლა, საზღვრის უკანონო გადაკვეთა მაისის დასაწყისში ოკუპირებული ტერიტორიიდან მოხდა. ისინი ახალგორში დაბინავდნენ, რის შემდეგაც, ცხინვალის გავლით, უკანონოდ გადავიდნენ რუსეთის ტერიტორიაზე.
ხაჭაპურიძის განმატებით, კი საზღვრის გადაკვეთა პირველ შემთხვევაში ჯარიმას ითვალისწინებს. თუმცა გულაშვილების ადვოკატს პროკურატურის წარმომადგენელმა განუმატა, რომ ადმინისტრაციული დარღვევა არ არის საზღვრის გადაკვეთა. უკვე 5 წელია, რაც საზღვრის გადაკვეთა სისხლის სამართლის დანაშაულის კატეგორიაში გადის და შესაბამისად, ეს მუხლი ჯარიმას არ ითვალისწინებს.