საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ უკრაინას აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის არაღიარების გამო მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
"მინდა, მადლობა გადავუხადო უკრაინის პრეზიდენტს და საგარეო საქმეთა მინისტრს იმ განცხადებების გამო, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით გააკეთეს", - განაცხადა ვაშაძემ კიევში, უკრაიინის საგარეო საქმეთა მინისტრ კონსტანტინე გრიშენკოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
ვაშაძის შეფასებით, უკრაინის ხელისუფლების მხრდან გაკეთებული აღნიშნული განცხადებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უკრაინა რეგიონში მასტაბილიზებელ როლს თამაშობს და საერთაშორისო სამართლის მხარეზე დგას.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა განაცხადა, აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების წინააღმდეგია.