სოციალისტური ინტერნაციონალის გენერალური მდივნის, ლუის აიალას მიწვევით, საქართველოს ლეიბორისტული პარტია სტუმრის სტატუსითაა მიწვეული სოციალისტური ინტერნაციონალის შავი ზღვისა და კავკასიის ქვეყნების საერთაშორისო კომიტეტის სხდომაზე, რომელიც 11-12 ივნისს ერევანში გაიმართება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს ლეიბორისტული პარტიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, სოციალისტური ინტერნაციონალის კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონის საერთაშორისო კომიტეტის სხდომაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ლეიბორისტული პარტიის საერთაშორისო მდივანი ნესტან კირთაძე, რომელიც ერევანში გაემგზავრება.