ნატოს გენერალური მდივნის ანდრეს ფოგ რასმუსენის განცხადებით, ნატოს კარი საქართველოსთვის ღია რჩება. ამის შესახებ რასმუსენმა დღეს ბრიუსელში მიმდინარე ნატოს მინისტერიალზე განაცხადა.
მისი თქმით, ნატო იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო რეფორმებს უფრო გააძლიერებს, რითაც ჩრდილო-ატალანტიკურ ალიანსს უფრო მიუახლოვდება.
რასმუსენმა მიმდინარე ასამბლეის პრიორიტეტებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ნატოსთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებად რჩება ავღანეთის მისია და უსაფრთხოება.
შეგახსენებთ, რომ დღეს, ბრიუსელში ნატო-ს თავდაცვის მინისტრების მინისტერიალი იმართება, რომელიც ალიანსის გენერალური მდივანმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა გახსნა. მინისტერიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაიაც ესწრება.
ნატოს შტაბბინაში შეკრებილი ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები ისეთ საკითხებს განიხილავენ, როგორიცაა ავღანეთში მიმდინარე ოპერაცია (ISAF), ალიანსისათვის საჭირო ფინანსური რესურსები, ნატო-ს რეფორმა და სარაკეტო თავდაცვა.
ხვალ, 11 ივნისს კი მინისტერიალის ფარგლებში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება, რომლის დასრულების შემდეგ ბაჩო ახალაია ISAF-ში მონაწილე ნატო-ს არაწევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრას დაესწრება.