პარლამენტარი გია ცაგარეიშვილი თბილისის მერიას რეკეტში ადანაშაულებს და მთავარ პროკურატურას სისხლის სამართლის საქმის აღძვრას თხოვს მერის წინააღმეგ. ამის შესახებ განცადება გია ცაგარეიშვილმა დღეს, პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
როგორც მან განაცხადა, თბილისში მანქანის გაჩერებისათვის კომპანია "ავტოპარკინგის" წარმომადგენლები ავტომფლობელებს 30 თეთრიანი გადასახადის გადახდას თხოვენ მანქანის ყოველ გაჩერებაზე. მისი თქმით, "ავტოპარკინგის" თანამშრომლები მანქანის მფლობელებს უწერენ 30 თეთრიან ქვითარს. ქვითარზე არის წარწერა, რომ ეს არის ჩეკთან გათანაბრებული, ანუ არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი და ქვითარს იძლევა შპს "ავტოპარკინგი".
ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული ქმედება არის უკანონო, ვინაიდან მერიის გადაწყვეტილებით მანქანების გაჩერებისთვის თბილისში წელიწადში 25 ლარიანი ქვითრის აღება იყო საკმარისი და ეს კანონით განსაზღვრებოდა. შესაბამისად, დამატებით სხვა თანხის აღება მოქალაქეებისაგან ცაგარეიშვილის თქმით, არის კანონდარღვევა. ცაგარეიშვილი აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ შპს "ავტოპარკინგი" აღნიშნულ საქმიანობას მერიის და პოლიციის დახმარების გარეშე ვერ გააკეთებდა. სწორედ ამიტომ იგი პროკურატურას აღნიშნული ფაქტით დაინტერესებას თხოვს. ამის დამამტკიცებელ მაგალითად კი ცაგარეიშვილს მოაქვს თბილისის მერიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია, რომლის მხედვითაც, თბილისელები მანქანის გაჩერებისათვის ვალდებულნი არიან გადაიხადონ წელიწადში 25 ლარიანი მოსაკრებელი და აიღონ შესაბამისი ქვითარი.
რაც მთავარია, ცაგარეიშვილის თქმით, ავტოპარკინგის თანამშრომლებთან ვინც წერს 30 თეთრიან ქვითარს გაფორმებული აქვთ ხელშეკრულება, სადაც აღნიშნულია, რომ ამ პირების ხელფასი იქნება მათ მიერ შესრულებული სამუშაოს 20 პროცენტი.
"მაინტერესებს ეს ვისი გადაწყვეტილებით გაკეთდა, ვინ ექცევა ამ გაუბედურებულ ადამიანებს, რომლებიც დარსა და ავდარში დგაგნან ქუჩაში და ფაქტობრივად მძღოლებისგან აგროვებენ მოწყალებას, ვინადან მძღოლების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული მათ მისცემენ თუ არა რაიმე თანხას და საინტერესოა სად მიდის მათ მიერ შეგროვილი თანხის 80 პროცენტი. გაითვალსიწინეთ რომ თბილისის მერიის ვებგვერდის თანახმად, თბილისში არის 11 ათასი ავტოსადგომი. მათი პირობისამებრ წლის ბოლომდე 50 ათასი უნდა გახდეს და როგორც ვიცი ამ ადამიანებს დღეში 5-დან 20 ლარამდე ართმევენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თბილისში დღეში იკრიბება სულ ცოტა 55-60 ათასი ლარი და სად მიდის კაცმა არ იცის", - აცახდებს ცაგარეიშვილი და აღნიშნავს, რომ იგი მთვარ პროკურატურას აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მის ხელთ არსებულ დოკუმენტაციას დღესვე გაუგზავნის და საქმის შესაწავლას თხოვს. გარდა ამისა, მისი თქმით "ალიანსი" თბილისის საკრებულოს შეკრებისთანავე აღნიშნულ საკითხს პირველივე სხდომაზე დააყენებს და პირობას დებს, რომ მისი პოლიტიკური ძალა ბოლომდე იბრძოლებს "აღნიშული უკანონობების ასალაგმად".