უკრაინა-რუსეთის ურთიერთობის გაუმჯობესების პროცესში საქართველო საფრთხეს ვერ ხედავს. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ კიევში ვიზიტისას განაცხდა.
"უკრაინის დაახლოება ნებისმიერ მესამე სახელმწიფოსთან უკრაინა-საქართველოს ურთიერთობისათვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს", განაცხადა ვაშაძემ კიევში გამართულ ბრიფინგზე.
მინისტრის განცხადებით, თანამშრომლობის განსაზღვრა უკრაინისა და რუსეთის სუვენერული უფლებაა.
"უნდა აღვნიშნო, რომ რეგიონში რაც უფრო მჭიდრო ურთიერთობები იქნება სახელმწიფოთა შორის, მით უფრო მეტი იქნება სტაბილურობა და უსაფრთხოება", _ განაცხადა მინისტრმა.
გრიგოლ ვაშაძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის უკრაინის ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა. "მე მინდა მადლობა გადავუხადო უკრაინის პრეზიდენტს და საგარეო საქმეთა მინისტრს კონსტანტინე გრიშენკოს იმ განცხადებებისთვის, რომელიც რამდენიმე ხნის წინ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით გაკეთდა", _ აღნიშნა ვაშაძემ.