იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის მონაცემებით უძრავი ქონების რეგისტრაციების რაოდენობა ბოლო სამ თვეში მნიშვნელოვნად გაიზარდა.
უძრავი ქონების ბაზრის თვის ანალიზის მიხედვით, 2010 წლის მაისის თვეში უძრავი ქონების ბაზარზე სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა წი¬ნა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 52.8%-ით გაი¬ზარ¬¬და და ქვეყნის მასშტაბით 34510 ერთეული შეადგინა. პირველადი ბაზრის პარალელურად გაიზარ¬და უძრავი ქონების მეორადი ბაზარიც (შესაბა¬მი¬სად 40.8%-ით და 56.2%-ით). ზრდა დაფიქსირდა მაისის თვეში წინა თვესთან შე¬და¬რებითაც - 5.4%-ით.
2010 წელს უძრავი ქონების ბაზარზე აქტიურობა აშკარად გაიზარდა წინა წელთან შედარებით: იანვრის თვეში უძრავი ქონების რეგისტრაციების რაოდენობა 32.2%-ით გაიზარდა, თებერვლის თვეში - 11.7%-ით, მარტის თვეში - 35.8%-ით, აპრილის თვეში - 40.1%-ით, ხოლო მაისის თვეში - 52.8-ით.
2010 წლის 5-თვიან პერიოდში სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ 153605 ერთეული შეად¬გი¬ნა (საშუალოდ თვეში - 30721 ერთეული), რაც 33.9%-ით აღემატება წინა წლის იმავე პერიოდის მონაცემს (114674 ერთეული; საშუალოდ თვეში - 22935 ერთეული.