"რუსეთმა კარგად იცის ჩვენი მტკივნეული ადგილები და ცდილობენ ხელი სწორედ იქ დაგვაჭირონ", - ამის შესახებ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა "პრაიმ ტაიმის" პრეს-კლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
სახელმწიფო მინისტრის შეფასებით, კრემლის მხრიდან ძალიან დიდია მცდელობა, რომ ქართულ მხარეს გასროლა და პოლიტიკური კლიმატის შეცვლა აიძულოს და სამხედრო პროვოკაციულ ქმედებებზე წამოაგოს.
"ამას ემსახურება დარიალის შესახებ საუბრები, მამისონები, ცხინვალში ხალხის გატაცება და გალში ქართველი მოსახლეობის დარბევის ფაქტები. ეს არის ძალიან მტკივნეული თემები. მათ ჩვენი მტკივნეული ადგილები იციან და ცდილობენ სწორედ იქ დაგვაჭირონ", - აღნიშნა იაკობაშვილმა.