ვაკეში მომხდარი ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, რომლებიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
ჭავჭავაძის გამზირზე ერთმანეთს მერსედერსის და ფორცვაგენის მარკის ავტომობილები შეეჯახნენ.
როგორც ექიმები აცხადებენ, შემთხვევის დროს დაშავებულებს თავის ქალის შიდა ტრამვები აღენიშნებათ, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. დგინდება ავარიის გამომწვევი მიზეზები.