ცხინვალის მარიონეტულმა რეჟიმმა უკანონო ტყვეობაში მყოფი ქართველი პატიმრის ნახვის უფლება მის მეუღლეს მისცა.
აღნიშული გადაწყევტილება სეპარატისტებმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში უმაღლესი კომისარის თომას ჰამერბერგის და "წითელი ჯვრის" ჩარევის შემდეგ მიიღეს.
დავით კაპანაძე ცხინვალის ციხეში უკვე 1 წელი და 4 თვეა ე.წ. საზღვრის "უკანონო" გადაკვეთის ბრალდებით ზის, თუმცა მისი შესახებ დაპატიმრებულის ოჯახს ამ დრომდე არანაირი ინფორმაცია არ გააჩნდა.
როგორც კაპანაძის მეუღლე, მთვარისა ბესტაევა აცხადებს, "წითელი ჯვრის" საშუალებით მან მეუღლე მოინახულა.
ამასთან, დავით კაპანაძე ფრონის ხეობის ყოფილი გამგებლის გონერი კაპანაძის ძმაა, რომელიც ქართული მხრიდან ჟენევის საერთაშორისო კონსულტაციებში მონაწილებს. აღსანიშნავია, ის ფაქტიც, რომ კაპანაძესთან ერთად დაკავებული 4 ქართველი უკვე განთავისუფლებულია, ხოლო ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი მის გამოშვებაზე ამ დრომდე უარს აცხადებს.