დღეს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე უკრაინაში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა.
საგარეო საქმეთა სამინისტრო ინფორმაციით, გრიგოლ ვაშაძე ვიზიტის ფარგლებში შეხვედრას უკრაინელ კოლეგასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს კონსტანტინე გრიშენკოს და ქვეყნის სხვა უმაღლეს პირებთან შეხვედრებს გამართავს.
შეხვედრაზე მხარეები საქართველო-უკრაინის ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრს და რეგიონალური თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივებს განიხილავენ.
ამასთან, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შორის საჰაერო მიმოსვლის შეთანხმებას შესახებ ხელი მოეწერება.