დღეს, 10 ივნისს, ბერლინში გაიხსნება კონფერენცია "ევროკავშირი და სამოქალაქო საზოგადოება სამხრეთ კავკასიაში: ერთობლივი ძალისხმევა მშვიდობის ასაშენებლად". კონფერენციაზე საქართველოს ვიცე-პრემიერმინისტრი გიორგი ბარამიძე სიტყვით გამოვა და ისაუბრებს ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებზე, ევროინტეგრაციის საკითხებსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრონმლობაზე.
9 ივნისს გიორგი ბარამიძე მსოფლიოში ერთ-ერთი გავლენიანი კვლევითი ორგანიზაციის მაქს-პლანკის საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტს პროფესორ იეკლეს შეხვდა.
გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის, გაბრიელა ფონ ჰასბურგის მიერ ორგანიზებულ ვახშამზე კი იგი გერმანიის კანცლერის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ეკონომიკური წრეებისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდა.