15-16 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკოლოზ გილაური ოფიციალური ვიზიტით შვეიცარიას ეწვევა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში გილაური შვეიცარიის პრეზიდენტს და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება.
ამასთან, დაგეგმილია შვეიცარიის დედაქალაქ ბერნში საქართველოს პრემიერ-მინისტრის და შვეიცარიის პრეზიდენტის მიერ ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ ხელშეკრულების გაფორმება, რომლიც ორი ქვეყნის ეკონომიკურ თანამშრომლობას ხელს შეუწყობს.
შვეიცარიაში ვიზიტის დროს პრემიერ-მინისტრი ბიზნეს-ფორუმის ფარგლებში შვეიცარელ ბიზნესმენებს შეხვდება.