ლარი დოლარისა და ევროს მიმართ ისევ გაუფასურდა. სებ-ის ინფორმაციით, 21 დეკემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსით 1 აშშ დოლარი 2.7831 ლარი ეღირება, 1 ევრო კი 2.8902 ლარი.
მიმდინარე მონაცემებზე დაყრდნობით, 21 დეკემბერს, 20 დეკემბრის ოფიციალური განსაზღვრულ კურსთან შედარებით, ლარი აშშ დოლარის მიმართ 0.0419 პუნქტით დაეცა, ევროს მიმართ 0.0287 პუნქტით.
20 დეკემბრის მდგომარეობით, 1 აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი შეადგენდა 2.7412 ლარი, ხოლო 1 ევრო - 2.8615 ლარს.