სავალუტო ფონდი 2017 წლის ბიუჯეტსა და მომავალი საშუალოვადიანი პერიოდის საბიუჯეტო გეგმებს მხარს უჭერს, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუამ.
მისი თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტის თაობაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდმა პირველი კომენტარი უკვე გააკეთა.
ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, ბიუჯეტის მიმართ მხარდაჭერა სხვა ავტორიტეტულმა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებმაც გამოხატეს. მისი ინფორმაციით, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მოლაპარაკების დაწყება თანამშრომლობის ახალ პროგრამაზე დაგეგმილია 2017 წლის პირველ კვარტალში. „აღნიშნული მოლაპარაკებამ ვფიქრობთ, ძალიან წარმატებით უნდა დასრულდეს“, - განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.