დღეს გიორგი ბარამიძე მსოფლიოში ერთ-ერთი გავლენიანი კვლევითი ორგანიზაციის "მაქს-პლანკის საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტს პროფესორ იეკლეს შეხვდება.
დღესვე გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის, გაბრიელა ფონ ჰასბურგის მიერ ორგანიზებულ ვახშამზე ვიცე პრემიერ-მინისტრი გერმანიის კანცლერის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ეკონომიკური წრეებისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდება.
ხვალ, 10 ივნისს, ბერლინში გაიხსნება კონფერენცია" ევროკავშირი და სამოქალაქო საზოგადოება სამხრეთ კავკასიაში: ერთობლივი ძალისხმევა მშვიდობის ასაშენებლად". კონფერენციაზე გიორგი ბარამიძე სიტყვით გამოვა და ისაუბრებს ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებზე, ევროინტეგრაციის საკითხებსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრონმლობაზე.