დღეს საერთაშორისო წითელი ჯვრის ეგიდის ქვეშ ე.წ. სამხრეთ ოსეთის, რუსეთისა და საქართველოს წარმომადგენელთა შეხვედრა გაიმართება. შეხვედრა კონფლიქტის ზონაში შედგება. ინფორმაციას ამის შესახებ ოსური მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ შეხვედრაზე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შესახებ იმსჯელებენ.
"წინა შეხვედრაზე, რომელიც სამი კვირის წინ გაიმართა, ყველა მხარემ გამოთქვა დაინტერესებს საკოორდინაციო მოქმედებების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, რომლებიც სამედიცინო ხასიათისაა და ადამიანის ნარჩენების იდენტიფიცირებას ეხება", _ იუწყება ოსური მხარე და აღნიშნავს, რომ პირველი ასეთი შეხვედრა 23 თებერვალს შვეიცარიაში გაიმართა, მომდევნო - იქვე, მარტის ბოლოს. პირველი შეხვედრისას მხარეებმა შეძლეს 47 უგზო-უკვლოდ დაკარგულის სიის შედგენა.