ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ "ალიანსი საქართველოსთვის" ვაკის მაჟორიტარი კანდიდატის დავით საგანელიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა.
საგანელიძე ვაკის რაიონში 6 უბნის შედეგების თავიდან გადათვლას ითხოვდა, თუმცა ცესკოს სხდომაზე ხმათა უმრავლესობით გადაწყდა, რომ კენჭისყრის შედეგების თავიდან დათვლა არ მოხდებოდა.
ცესკოს თავმჯდომარის ზურაბ ხარატიშვილის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილების ერთ-ერთი მთავრი მიზეზი ის არის, რომ ვაკეში ხმების თავიდან გადათვლის შემთხვევაში შესაძლოა იგივე სხვა კანდიდიატებსაც მოეთხოვათ, რაც შედეგების გამოცხადების პროცესს ხელს შეუშლიდა.
თავად საგანელიძე კი აცხადებს, რომ ცესკოს ერთი უბნის შედეგები მაინც, რომ გაეხსნა საზოგადოება დაინახვადა არჩევნებზე რეალურად რაც მოხდა.
შეგახსენბთ, რომ ვაკეში "ერთიანი ნაციონლური მოძრაობის" მაჟორიტარმა კანდიდატმა ვახტანგ ნაცვლიშვილმა კენჭისყრის წინასწარი შედეგბით 42% აიღო, ხოლო დავით საგანელიძემ 29%.