ოსმა სეპარატისტებმა საქართველოსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის არსებული ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისათვის დაკავებული ტარიელ ჯეირანაშვილი ჩვეული მეთოდით გაათავისუფლეს. ცხინვალში ჩატარებულმა სასამართლომ მას ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკიდან "გაძევების" გადაწყვეტილება გამოიტანა.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, ჯეირანაშვილი ქართულ მხარეს უკვე გადასცეს.
შეგახსენებთ, რომ ქარელის რაიონის მკვიდრი ტარიელ ჯეირანაშვილი ოსმა რუსმა ოკუპანტებმა და ოსმა სეპარატისტებმა 6 ივნისს დააკავეს და მას ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალი წაუყენეს.