თბილისის მერიამ საკრებულოს როგორც უმცირესობის, ასევე უმრავლესობის ყველა რაციონალური წინადადება გაითვალისწინა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.
მისი თქმით, ყველა ის პროგრამა და პროექტი, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელია მოსახლეობისთვის გათვალისწინებულია ბიუჯეტში, ძირითად პრიორიტეტად რჩება მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარება, ინფრასტრუქტურა, გამწვანება განათლება და საბავშვო ბაღების მოდერნიზება.
ნარმანიას განცხადებით, თბილისის მერიამ 12 პროცენტით შეამცირა ადმინისტრაციული ხარჯები, რომელიც 22 მილიონ ლარს შეადგენს.
"უმცირესობა არც არასდროს უჭერდა მხარს ბიუჯეტის პროექტს და დღე მათ რომ მხარი დაუჭირონ გასაკვირი იქნება, თუმცა მათი პოზიციები გასაგებია, რომ უმიზეზოდ არ უჭერენ მხარს ბიუჯეტის პროექტს, რაც სასაცილოა”, - განაცხადა დავით ნარმანიამ.