ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაცია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების შესახებ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.
"აშშ ძალის გამოუყენებლობის ახალი ხელშეკრულების გაფორმების აუცილებლობას ვერ ხედავს, რადგან 2008 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულებაში, რომელიც საფრანგეთის შუამავლობით მიხეილ სააკაშვილსა და დიმიტრი მედვედევს შორის გაფორმდა. აღნიშნული ხელშეკრულება კი მხარეებს ძალის გამოუყენებლობას ისედაც ავალდებულებს", - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, ამერიკული მხარე ღიად აფიქსირებს, რომ 12 აგვისტოს ხელშეკრულება რუსეთის მხრიდან სრულად შესრულებული არ არის.
შეგახსენებთ, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის შუამავლობით "ცეცხლის განუახლებლობის შესახებ" რუსული და ქართულ მხარებს შორის შეთანხმება გაფორმდა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მხარეებს ძალია გამოუყენებლობაზე თანხმდებიან, ასევე რუსეთის ჯარები 2008 წლის 7 აგვისტომდე მდგომარეობას უნდა დაუბრუნდნენ.
12 აგვისტოს სარკოზი-მედვედევის შეთანხმების შესრულებაზე რუსული მხარე ამ დრომდე უარს აცხადებს.
აღსანიშნავია, რომ ქართული მხარე რუსეთთან თავდაუსხმელობის შესახებ დამატებითი ხელშეკრულების გაფორმებაზე მზადყოფნას აცხადებს, თუმცა აფხაზეთის და ცხინვალის სეპარატისტულ რეჟიმებთან რაიმე სახის შეთანხმებაზე კატეგორიულ უარს აცხადებს.
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მე-11 რაუნდი კვლავ უშედეგოდ დასრულდა, შემდგომი რაუნდი კი ივლისის ბოლოსა არის დაგეგმილი.