ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე რუსული დელეგაციის ხელმძღვანელი, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი ძალის გამოუყენებლობის შესახებ "რეალურად მოქმედი დოკუმენტის" გაფორმებას მოთხოვს.
აღნიშნული განაცხადება კარასინამ ჟურნალისტებთან 9 საათიანი უშედეგო მოლაპარაკების შემდეგ გააკეთა.
"ტერმინის ძალის გამოუყენებლობა იურიდიულ ხასიათს უნდა ატარებდეს. ის, რასაც ქართული მხარე და სხვა სახელმწიფოები გვთავაზობენ 2008 წლის აგვისტოს მოვლენების მტკივნეული ინტერპრეტაცია. ეს უბრალოდ სიტყვებია. დოკუმენტს ძალა უნდა ჰქონდეს. ეს უნდა იყოს რეალურად მოქმედი დოკუმენტი, რომელიც ოსებს და აფხაზებს დაამშვიდებს", - განაცხადა კარასინმა.
მისივე თქმით, 12 აგვისტოს შეთანხმებაში არ არის ახსნილი როგორ არ მოხდება ძალის გამოყენება და მათ რა გარანტიები აქვთ.
შეგახსენებთ, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის შუამავლობით "ცეცხლის განუახლებლობის შესახებ" რუსული და ქართულ მხარებს შორის შეთანხმება გაფორმდა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მხარეებს ძალია გამოუყენებლობაზე თანხმდებიან, ასევე რუსეთის ჯარები 2008 წლის 7 აგვისტომდე მდგომარეობას უნდა დაუბრუნდნენ.
12 აგვისტოს სარკოზი-მედვედევის შეთანხმების შესრულებაზე რუსული მხარე ამ დრომდე უარს აცხადებს.
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მე-12 რაუნდი ივლისის ბოლოს გაიმართება.