ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების 38-ე რაუნდი უშედეგოდ დასრულდა. რუსეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დელეგაციებმა მოლაპარაკების დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს, რადგან ქართული მხარე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხების განხილვას ითხოვდა. ქართულ მამხარემ დაგმო რუსეთის ფედერაციის შეთანხმება შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის თაობაზეც, რასაც ოკუპირებული ტერიტორიები სანექსიისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯი უწოდეს. განცხადება ჟენევიდან დაბრუნების შემდეგ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ გააკეთა, მორიგი რაუნდი მომავალი წლის 28-29 მარტს გაიმართება.