"მე ჩამოვედი თქვენთან, რათა მოგაწოდოთ იმედის გზავნილი", _ ამ სიტყვებით დაიწყო თავის მოხსენება საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტში.
"საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცის დემოკრატიული რეფორმების ლაბორატორია", ასე ერქვა თემას, რომლითაც საქართველოს პრეზიდენტი სტუდენტების, პროფესურისა და ექსპერტების წინაშე წარდგა.
მიხეილ სააკაშვილმა თავის მოხსენებაში ყურადღება გაამახვილა საქართველოს მემკვიდრეობაზე, რომელიც მას გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ერგო და იმ შედეგებზე რასაც ქვეყანამ ვარდების რევოლუციის შემდგომ გატარებული რეფორმების შედეგად მიაღწია.
სააკაშვილმა აღნიშნა, რომ გატარებული რეფორმების შედეგად საქართველომ დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება შეძლო.
საქართველოს პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ეკონომიკაში გატარებულ ლიბერალურ რეფორმებზე, რუსეთის თემაზე, არჩევნებზე და ეროვნული უმცირესობებისთვის არსებულ ტიოლერანტულ გარემოზე.
შეგახსენებთ, რომ პარიზში ვიზიტად მყოფი საქართველოს საფრანგეთის პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის, პრემიერ-მინისტრს ფრანსუა ფილონს და საგარეო საქმეთა მინისტრს, ბერნარ კუშნერს შეხვდა.
შეხვედრებზე ქვეყნის პირველმა პირმა 12 აგვისტოს გაფორმებულ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დოკუმენტზე, ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებასა და საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე ისაუბრა.
მიხეილ სააკაშვილის ოფიციალური ვიზიტი საფრანგეთში დღეს დასრულდება.