საფრანგეთი გამოდის ინიციატივით, მიმდინარე ზაფხულს დაიწყოს მოლაპარაკებები საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირებული წევრობის შესახებ. განცხადება ამის შესახებ დღეს ელისეს სასახლის წარმომადგენლმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
"პრეზიდენტმა სარკოზიმ აღნიშნა, რომ საფრანგეთი იყო ერთ-ერთი ინიციატორი საქართველოსა და ევროკავშირის დაახლოებისა. საფრანგეთი გამოავლენს ძალისხმევას, რომ ასოციაციის შესახებ მოლაპარაკებები თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ უკვე მიმდინარე ზაფხულს დაიწყოს", _ განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა საფრანგეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მაისში ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭომ ევროკომისიას მისცა მანდატი დაეწყოთ ასოცირებული წევრობის შესახებ მოლაპარაკებები სომხეთთან, აზერბაიჯანთან და საქართველოსთან.
შეთანხმება ასოცირებული წევრობის შესახებ შესაძლო წევრობას არ ითვალისწინებს.