საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი გია ცაგარეიშვილი უგულავას "ავაზაკური საქმიანობის" გაგრძელებისათვის პასუხისმგებლობას უგულავასთან ერთად იმ მოსახლეობას აკისრებს, ვინც არჩევნებში ხმა მას მისცა. ამის შესახებ განცხადება გია ცაგარეიშვილმა დღეს პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე იმ წერილის საპასუხოდ გააკეთა, რაც მან რამდენიმე დღის წინ თბილისის მერიიდან მიიღო. წერილი მიმდინარე წლის 2 ივნისით არის დათარიღებული დ ხელს თბილისის მერის მოადგილე დავით ალავიძე აწერს, თუმცა ცაგერეიშვილის თქმით, არც ერთ კითხვახზე პასუხი კვლავ არ არის გაცემული
ცაგარეიშვილს თბილისის მერიიდან აინტერესებდა 2005-09 წლებში სარეზერვო ფონდებიდან დახარჯული თანხის ოდენობა და მიზნობრიობა, თუმცა პასუხად მიიღო მხოლოდ ოდენობა, რომ დახარჯულია 35 მილიონი. მიზნობრობასთან დაკავშირებთ კი ნათქვამია მხოლოდ ის, რომ ეს თანხა დაიხარჯა სოციალურ საკითხებში თბილისის კეთილმოწყობაზე და კულტურულ ღონისძიებაში, რაც ცაგარეიშვილის თქმით, საერთოდ არ არის დამაკმაყოფილებელი პასუხი.
"ვიცი რომ 35 მილიონს მტკვარში არ გადაყრიდით, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. მაინტერესებს კონკრეუტლად რის კეთილმოწყობაზე დაიხარჯა თანხა, კონკრეუტლად რომელ კულტურულ ღონისძიებებზე და რა სოციალურ პორგრამებზე", - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.
გარდა ამისა, მის მიერ გაგზავნილი კითხვა შეეხებოდა ასევე პრომეთეს ძეგლის მონტაჟისა და დემონტაჟის საკითხს. ამასთან გმირთა მოედანზე ცნობილი შადრევნის მონტაჟისა და დემონტაჟის საკითხებს. თუმცა ცაგარეიშვილის თქმით, მერიიდან მიიღო პასუხი, რომ არც ძეგლის და არც შადრევნის მონტაჟი და დემონტაჟი თბილიის მერიის ხარჯებით არ განხორციელებულა და ამავე წერილში ნათქვამია, რომ პრომეთეს ძეგლი, რომელიც თბილისის თვითმმართველობის ბალანსზეა არსებული დროებით სარგებლობაში გადაეცა ბორჯომის თვითმმართველობას ბორჯომის კულტურის პარკის რებაილიტაციისათვის.
"მე არ ვიცი რას ნიშნავს ძეგლის დროებით მმართველობაში გადაცემა. გამოდის, რომ მერე დროებით მმართველობაში გადაეცემა ხაშურს და ეს ძეგლი გააგრძელებს მოგზაურობას იმის მიხედვით თუ სააკაშვილს რომელი პარკის თუ კულტურის სახლის გახსნა დასჭირდება. ამ პასუხიდნა გამოდის, რომ თუკი აღნიშნული ძეგლის მონტაჟში და დემონტაჟში თბილისის ბიუჯეტიდან არ დახარჯულა სახსრები ძეგლი ბორჯომელებს მოუპარავთ", - აცახდებს გია ცაგარეიშვილი და აღნიშნავს, რომ "ყველა ეს პასუხი მიუთითებს მერიის არაკომპეტენტურობაზე თუ შეგნებულ ტყუილზე და ამისთვის პასუხისმგებლობა უკვე თავად უგულავასთან ერთად იმ მოქალაქეებსაც ეკისრებათ, რომლებმაც მას ხმა მისცეს და უგულავას ასეთი მზაკვრული სამქიანობის გაგრძელების საშუალებას აძლევენ",' - განაცხადა ცაგარეიშვილმა.
მან ისიც აღნიშნა, რომ უკვე მიმიმართ კონტროლის პალატას სათანდო განცხადებით მიაწოდოს 2005-09 წლებში მერიის საქმიანობის კონტროლის პალატის მიერ შესწავლილი და გამოტანილი დასკვნების შესახებ ანგარიშები.