ელისეის სასახლეში საქართველოსა და საფრანგეთის პრეზიდენტების მიხეილ სააკაშვილისა და ნიკოლა სარკოზის შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. საფრანგეთის დედაქალაქში საქართველოს პირველ პირსა და პირველ ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსს, საზეიმო დახვედრა მოუწყეს რის შემდეგაც მიხეილ სააკაშვილი ნიკოლა სარკოზის შეხვდა. პრეზიდენტების შეხვერის პარალელურად სანდრა რულოვსი სარკოზის მეუღლეს კარლა ბრუნის შეხვდა.
სააკაშვილის განცხადებით, შეხვერაზე ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს. ასევე ერთ-ერთი მთავარი თემა იყო 12 აგვისტოს ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაფორმებული დოკუმენტი და რუსეთის მიერ შეუსრულებელი ვალდებულებები.
"ჩვენ განვიხილეთ ისეთი საკითხები როგორიცაა: ევროკავშირისა და სფრანგეთის დახმარება, ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების არშესრულება რუსეთის ფედერაციის მიერ. ისევე როგორც ნატოში საქართველოს ინტეგრაცია. მე ვფიქრობ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია, რადგან ჩვენ გვყავს ევროპაში ისეთი სახელმწიფო, რომელიც ყოველგვარი ყოყმანი და წინაპირობების გარეშე მხარს უჭერს საქართველოს. როგორ იცით, ეს არის პირველი ოფიციალური ვიზიტი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს საფრანგეთში ჰქონია, მაშინ, როცა სარკოზი აირჩიეს ერთ-ერთი პირველი ვინც მისგან მიწვევა მიიღო მე ვიყავი, თუმცა ეს სამუშაო ვიზიტი იყო", - განაცხადა სარკოზიმ.