პარიზში, ელისეის სასახლეში, საქართველოსა და საფრანგეთის პრეზიდენტების მიხეილ სააკაშვილისა და ნიკოლა სარკოზის შეხვედრა უკვე ერთი საათია რაც მიმდინარეობს.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ორი ქვეყნის პრეზიდენტები შეხვედრაზე საქართველოსა და მთლიანად კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებს, ასევე ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის, საერთაშორისო ურთიერთობათა ჭრილში აქტუალურ და ეკონომიკურ საკითხებს განიხილავენ.
დღესვე, პარიზის პოლიტიკურ სწავლებათა ინსტიტუტში დაგეგმილია მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა. კონფერენციაზე დამსწრე მსურველთა რაოდენობა 500 კაცს აღემატება. ამასთან, პრეზიდენტი სააკაშვილი პარიზში ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის პრემიერს და საგარეო საქმეთა მინისტრსაც შეხვდება.