საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საპრეზიდენტო ვადის გასვლის შემდეგ პრემიერ-მინისტრობას არ გამორიცხავს. ამის შესახებ სააკაშვილმა ფრანგულ გაზეთ "დე მონდისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე - პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ აპირებს თუ არა პრემიერის თანამდებობის დაკავებას როგორც პუტინი, სააკაშვილმა აღნიშნა, რომ "პუტინი - ეს პუტინია. რუსეთს არ მართავს არც პრემიერ მინისტრი და არც პრეზიდენტი, არამედ პუტინი და "ფსბ" მართავს".
"მე მიფიქრია ამის შესახებ, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან ბერი რამ გაურკვეველია. არავინ იცის ორი წლის შემდეგ როგორი ეკონომიკური მდგომარეობა იქნება, რა კონსტიტუციური რეფორმა განხორციელდება, როგორი იქნება ჩემი განწყობა და პოლიტიკური რეიტინგი", - აღნიშნა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე მას თავისუფლების განცდა ძალიან ხიბლავს, რომ ქალაქში დაცვის გარეშე გავლა შესძლოს.
"ჩემი მიზანია საქართველოში დაწყებული რეფორმები გაგრძელდეს. მე შევქმენი პარტია, რომელიც მე მხარს მიჭერს. ჩემი პოლიტიკური პრაქტიკის განმავლობაში გავაცნობიერე, რომ რეფორმები პოპულარობას ზიანს აყენებს, ისე აღარ უყვარხარ, მაგრამ ხალხი ბოლოს მაინც მადლობელია", - აღნიშნა სააკაშვილმა.