"ერთადერთი რაც ჩვენ არ გვინდა ეს არის ქვეყნა კვლავ ბრძოლის ველად იქცეს. ჯობია ის მოლაპარაკებებზე განხილვის საგანი იყოს", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ფრანგული გაზეტისთვის "ლე მონდისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე - გახდა თუ არა საქართველოს ობამას მრავალპოლარული დიპლომატიის მსხვერპლი, პრეზიდენტმა სააკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო არანაირი პოლიტიკური გარიგების მსხვერპლი არ გამხდარა.
"ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს უკვე ექვსჯერ შეხვდა. ჩვენ ამერიკისგან მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება ყველაზე მწვავე ეკონომიკური კრიზისის დროს მივიღეთ. ბარაკ ობამა კი საკუთარ გამოსვლებში, რომელიც რუსეთს ეხება ყოველთვის გვიხსენიებს", აღნიშნა სააკაშვილმა და აქვე დასძინა, რომ ვაშინგტონი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ყოველთვის აქტიურ მხარდაჭერას უცხადებს.
მისივე თქმით, აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამას მოსკოვში მომავალი ვიზიტის დროს საქართველოს საკითხის განხილვაც მოხდება.