"ედინაი როსიას" წარმომადგენელი ლიტველ დეპუტატს საქართველოს მხარდამჭერი დოკუმენტის რატიფიცირების გამო ემუქრება. დოკუმენტის რატფიცირების ინიციატორი, ლიტველი დეპუტატი მანტას ადომინასი ამტკიცებს, რომ ბალტიის ზღვის საპარლამენტო კონფერენციის დასრულების შემდეგ მასთან "ედინაი როსიას" წარმომადგენელი ვალენტინა პირნენკო მივიდა და დაემუქრა, რომ მიღებული რეზოლუციისთვის პირადად მას მოუწევს პასუხის გება.
ლიტველი დეპუტატი რუსი პარლამენტარის საქციელს უმსგავსობად აფასებს და ბალტიის ზღვის პარლამენტის ხელმძღვანელობის სახელზე საპროტესტო განცხადბასაც ამზადებს.