დღეს, 8 ივნისს, ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთში მყოფი საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის ფრანგ კოლეგას, ნიკოლა სარკოზის შეხვდება.
8 ივნისს პარიზის პოლიტიკურ სწავლებათა ინსტიტუტში დაგეგმილია მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა. კონფერენციაზე დამსწრე მსურველთა რაოდენობა 500 კაცს აღემატება.
ქართული დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, 7 ივნისს, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა და საფრანგეთის ეკოლოგიისა და ენერგეტიკის მინისტრმა ჟან-ლუი ბოროლომ ხელს მოაწერეს განზრახულებათა ერთობლივ დეკლარაციას. აღნიშნული დოკუმენტი ხელს შეუწყობს ქართულ-ფრანგული ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას.