დღეს, 8 ივნისს, 11:00 საათზე, პოლიტიკური მოძრაობის "სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის" წარმომადგენლები გამართავენ პრესკონფერენციას თემაზე: "უარი ვთქვათ უშედეგო პოლიტიკაზე" (ი. ჭავჭავაძის გამზ. #19. ბ.29). ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" პოლიტიკური მოძრაობის პრესსამსახურიდან აცნობეს.
მათი განცხადებით, მოძრაობა შეაფასებს არჩევნების შემდგომ პოლიტიკურ ვითარებას და გაახმოვანებს მიმართვას ქართველი ხალხისადმი.