7 ივნისს ~ეროვნულმა საბჭომ~ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარადგინა ანგარიში საარჩევნო პერიოდში გაწეული ხარჯების შესახებ. ცესკო-ში წარდგენილი დოკუმენტის თანახმად, 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის საარჩევნო ბლოკმა ~ეროვნულმა საბჭომ~ დახარჯა 260 ათას 169 ლარი.
~ეროვნული საბჭოს~ საარჩევნო ფონდში შემოწირულობებმა შეადგინა 176 ათას 408 ლარი და 50 თეთრი. შემომწირველთა საერთო რაოდენობა იყო 9, მათ შორის 8 _ ფიზიკური პირი 1 კი იურიდიული პირი. ხარჯმა შეადგინა 260 ათას 169 ლარი.
მოძრაობა ~სამართლიანი საქართველოსთვის~ საარჩევნო ფონდში შემოწირულობებმა შეადგინა 1320 ლარი შემომწირველთა საერთო რაოდენობა იყო 2, აქედან _ 1 ფიზიკური და 1 იურიდიული პირი. ხარჯმა შეადგინა 10 ათას 516 ლარი. აღნიშნული თანხა დაიხარჯა შუალედურ საპარლამენტო არჩევნებზე, რომელშიც მოძრაობა ~სამართლიანი საქართველოსთვის~ წარმომადგენლები მონნაწიეობდნენ.