ოს სეპარატისტთა ლიდერმა ედუარდ კოკოითიმ ჩრდილო ოსეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელის, ტაიმურაზ მამსუროვის ინაუგურაციის საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო. აღნიშნული ცერემონიალი ე. წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, ჩრდილო ოსეთის ვ. ტხაპსაევის სახელობის სახელმწიფო თეატრში გაიმართა.
"დღეიდან ტაიმურაზ მამსუროვი ოფიციალურად კვლავ ჩრდილო ოსეთის ხელმძღვანელი გახდება. ინაუგურაციის საზეიმო ცერემონიალში მონაწილეობა ედუარდ კოკოითიმაც მიიღო", _ იუწყება ოსური მედია.
შეგახსენებთ, რომ ტაიმურაზ მამსუროვი ჩრდილოეთ ოსეთს 2005 წლიდან ხელმძღვანელობს.